Placeholder

ორიენტირებულბურბუშელოვანი ფილა (ოსბ)

ორიენტირებულბურბუშელოვანი ფილა (OSB) ყველაზე თანამედროვე და მრავალფუნქციონალურ სამშენებლო მასალადაა მიჩნეული. მისი უნიკალური ფიზიკა-მექანიკური თვისებების გამო მასალა მცირე დროში ძალიან პოპულარული გახდა ამერიკასა და ევროპაში. ყველაზე დიდი გავრცელება OSB-მ კანადაში მოიპოვა. სწორედ ამიტომ ხშირად „კანადურ ფანერასაც“ უწოდებენ.
OSB ფართოდ გამოიყენება კარკასული ტიპის სახლების მშენებლობისას. ფილები იდეალურია ბიტუმის კრამიტის (შინგლის) სახურავების დაფიცვრისას. გარე და შიდა კედლების მოწყობისას, ასევე სართულებშორისი გადახურვებისა და იატაკების დაფენისას.
OSB-ს გამოყენება შესაძლებელია სხვა მიზნებისთვისაც: 
o სარემონტო-სამშენებლო დანიშნულებით;
o კიბეებისა და კიბის უჯრედების მოწყობისას;
o დროებითი ზღუდეების გასაკეთებლად;
o სატრანსპორტო ყუთებისა და პადონების საწარმოებლად;
o სტელაჟებისა და სტენდების კარკასებში;
o ავეჯის მზიდ კონსტრუქციებში და კიდევ მრავალი დანიშნულებით.
ტექნიკური მახასიათებლები:
OSB-3 1250*2500. სისქე – 8-18 მმ.

There are no reviews yet.

Be the first to review “ორიენტირებულბურბუშელოვანი ფილა (ოსბ)”

© Copyright 2017 Powered By Mywebs.ge All Right Reserved!